რეზონანსი
(03.05.2025)

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა აშშ-ში დაგეგმილი შეხვედრები ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გააუქმა. ამის შესახებ სერბული მედია წერს.

სერბეთის პრეზიდენტი აშშ-ში 30 აპრილს ჩავიდა და ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრას გეგმავდა, ასევე შეხვედრები უნდა გამართულიყო რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებთან.

ვუჩიჩი შეუძლოდ 2 მაისს გახდა, ის სამედიცინო კვლევების შემდეგ სერბეთში გაემგზავრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე