რეზონანსი
(02.05.2025)

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, უკრაინაში ომი მალე არ დასრულდება. „ეს არსად არ მიდის, ეს მალე არ დასრულდება“, - განაცხადა ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, ახლა ყველაფერი რუსებსა და უკრაინელებზეა დამოკიდებული.
„ახლა, როდესაც თითოეულმა მხარემ იცის, რა პირობები აქვს მეორე მხარეს მშვიდობისთვის, ეს რუსებსა და უკრაინელებზე იქნება დამოკიდებული. მათზე იქნება დამოკიდებული, მიაღწევენ თუ არა შეთანხმებას და შეაჩერებენ თუ არა ამ სასტიკ, სასტიკ კონფლიქტს“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



