რეზონანსი
(01.05.2025)

 "ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება საინფორმაციო ომს აგებს და ეს არის პრობლემა" - ნიკა ჩიტიძე

ოპო­ზი­ცია და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო ომს აგებს და ეს არის პრობ­ლე­მა , - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა ნიკა ჩი­ტა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "რე­ზი­უ­მე" გა­ნა­ცხა­და.

ნიკა ჩი­ტა­ძის გან­ცხა­დე­ბით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" აჯე­რებს ხალ­ხს, რომ თუ ჩვენ არ ვიქ­ნე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, იქ­ნე­ბა ომი, „ნა­ცე­ბი დაბ­რუნ­დე­ბი­ან", ევ­რო­პა ჩვენს ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ებ­რძვის და ა.შ.

"პრო­და­სავ­ლუ­რი ძა­ლე­ბის ბრძო­ლაა სა­ჭი­რო. ყვე­ლა­სი, ვინც დღეს ნე­გა­ტი­უ­რად და კრი­ტი­კუ­ლად არის გან­წყო­ბი­ლი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მი­მართ, ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­დის და სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი გვა­მოძ­რა­ვებს. სა­ჭი­როა ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ერ­თი­ა­ნო­ბა. არ უნდა იყოს კონ­კუ­რენ­ცია, თუ ვინ არის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" უფრო დიდი ოპო­ნენ­ტი. მე­ო­რე სა­კი­თხი არის სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის ერ­თო­ბა. ყო­ფი­ლა ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, რომ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი მი­სუ­ლან აქ­ცი­ა­ზე და ხალ­ხი გა­მო­სუ­ლა, პო­ლი­ტი­კო­სებს აქ რა უნ­დათ? ეს არ შე­იძ­ლე­ბა. პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს აძ­ლევ ხმას ხომ? პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბიც უნდა იყ­ვნენ წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბაც. ეს პრობ­ლე­მაა, ერ­თი­ა­ნო­ბის არარ­სე­ბო­ბაა.

სა­ერ­თო ჯამ­ში ოპო­ზი­ცია და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო ომს აგებს და ეს არის პრობ­ლე­მა. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში პრობ­ლე­მე­ბი არ­სე­ბობს ამ გზა­ზე. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" აჯე­რებს ხალ­ხს, რომ თუ ჩვენ არ ვიქ­ნე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, იქ­ნე­ბა ომი, სა­ქარ­თვე­ლო ჩა­ერ­თვე­ბა ომში, ბევ­რს ამის სჯე­რა. მე­ო­რე ის, რომ „ნა­ცე­ბი" დაბ­რუნ­დე­ბი­ან და ნა­ხეთ, რას უშ­ვრე­ბოდ­ნენ ხალ­ხს. მე­სა­მე, ევ­რო­პა ჩვენს ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ებ­რძვის და ქარ­თვე­ლო­ბას გვარ­თმევს, დე­და­ეკ­ლე­სი­ას ებ­რძვი­ან, პატ­რი­არ­ქს ებ­რძვი­ან.

გე­ბელ­სი ამ­ბობ­და, რომ „რაც უფრო დი­დია ტყუ­ი­ლი, მით უფრო იჯე­რებს ხალ­ხი" და მე­ო­რე, „და­ა­და­ნა­შა­უ­ლე შენი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე შენს სა­კუ­თარ და­ნა­შა­ულ­ში". თვი­თონ მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი არი­ან, იძა­ხი­ან, რომ აფხა­ზებს და ოსებს ბო­დი­ში უნდა მო­ვუ­ხა­დოთ, სა­ქარ­თვე­ლოს ბო­დი­ში აქვს მო­სახ­დე­ლი. მაგ­რამ ვის ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ? მო­ღა­ლა­ტე­ებს ეძა­ხი­ან მათ, ვინც რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძვის", - გა­ნა­ცხა­და ნიკა ჩი­ტა­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე