რეზონანსი
(01.05.2025)

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ამერიკასა და უკრაინას შორის ხელმოწერილი შეთანხმება იშვიათი წიაღისეულის შესახებ ომის დასრულებისკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.
„აშშ-ის პრეზიდენტის ლიდერობის წყალობით, დღეს აშშ-მა და უკრაინამ რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შეთანხმებას ხელი მოაწერეს, რაც ჩვენი საერთო განვითარების ქვაკუთხედს და ომის დასრულებისკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს“, - დაწერა რუბიომ.
ცნობისთვის, აშშ-მა და უკრაინამ ბუნებრივ რესურსებზე შეთანხმებას ხელი დღეს მოაწერეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



