რეზონანსი
(30.04.2025)

20 აპ­რილს, ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გვე­ლეთ­ში სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა მოხ­და. 47 წლის გია ხა­ი­კაშ­ვილს და­ნით მრავა­ლი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნეს, რის შე­დე­გა­დაც მა­მა­კა­ცი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. 22 აპ­რილს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ორი ბრალ­დე­ბუ­ლი (ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი) და­ა­კა­ვეს. ნიკა ქუ­შაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. მე­ო­რე პირს - პა­ა­ტა ქუ­შაშ­ვილს 376-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლი (და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა) აქვს წარ­დგე­ნი­ლი, რაც 3-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

27 აპ­რილს ვლა­დი­კავ­კაზ­ში გია ხა­ი­კაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე კი­დევ ერთი პირი - ფიდო ეფხოშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გად­მო­იყ­ვა­ნეს და და­კი­თხვის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ფიდო ეფხოშ­ვი­ლიც ყაზ­ბე­გის მკვიდ­რი და გია ხა­ი­კაშ­ვი­ლის მე­ზო­ბე­ლია.

"სამ­ნი, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვეს, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას მა­შინ მი­სუ­ლან, როცა პო­ლი­ცი­აც და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბაც უკვე საქ­მის კურ­სში იყო. ალ­ბათ ამის გამო არ და­ა­კა­ვეს ფიდო. პო­ლი­ცი­ა­ში და სას­წრა­ფო­შიც გვე­ლე­თის მკვიდრმა და­რე­კა - მძი­მედ დაჭ­რი­ლი გია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მკვლე­ლებ­მა მის ავ­ტო­მან­ქა­ნას სა­ბუ­რა­ვე­ბი და­უჭ­რეს, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ახლო მო­სახ­ლემ­დე გა­ჭირ­ვე­ბით მი­სუ­ლა და უამ­ბია, რაც მოხ­და. სხვა­თა შო­რის, მო­მაკ­ვდავ გიას სა­ა­ვად­მყო­ფო­შიც მკვლე­ლე­ბად ის ორი პირი და­უ­სა­ხე­ლე­ბია, ვინც ახლა და­კა­ვე­ბუ­ლია - ნიკა და პა­ა­ტა ქუ­შაშ­ვი­ლე­ბი. 

და­ნარ­ჩე­ნი სამი თურ­მე ცალ­კე ქე­ი­ფობ­და - გი­ორ­გი ქუ­შაშ­ვი­ლი (მკვლე­ლის ძმა), ფიდო ეფხოშ­ვი­ლი და არ­ჩილ გო­მი­აშ­ვი­ლი. ნი­კას და­უ­რე­კავს ძმის­თვის (გი­ორ­გის­თვის, რო­მე­ლიც გია ხა­ი­კაშ­ვილ­თან მე­გობ­რობ­და ), ასე­თი ამ­ბა­ვი მოხ­და, გიას ყელი გა­მოვ­ჭე­რი და იქვე და­ვაგ­დეო - პა­ა­ტა და ნიკა გაქ­ცე­უ­ლან... ეს სამ­ნი ასუ­ლან გვე­ლეთ­ში და რო­გორც ამ­ბო­ბენ, სა­ნამ სას­წრა­ფო მი­ვი­დო­და, გია ამათ წა­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კამდე. ამის მერე სა­მი­ვე­ნი ძა­უგს (ვლადიკავკაზი) გა­და­ვიდ­ნენ. კად­რებ­ში ჩანს, ისი­ნი რო­გორ იბა­ნენ სის­ხლი­ან ხე­ლებს, ამი­ტომ ეგო­ნათ, ამა­თაც ხელი ჰქონ­დათ გას­ვრი­ლი მკვლე­ლო­ბა­ში. ფი­დოს უთ­ქვამს, სამი გვა­რი და­სა­ხელ­და, სა­ნამ სი­მარ­თლე არ გა­ირ­კვე­ო­და, შეგ­ვე­შინ­და, ამი­ტომ გა­ვე­დით სა­ზღვარ­ზეო. 

ახლა ყაზ­ბეგს ხმა გავ­რცელ­და, თით­ქოს ეფხოშ­ვი­ლი ისევ და­ა­კა­ვეს. ზო­გა­დად, ბევ­რი ჭორი ვრცელ­დე­ბა. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ ნი­კას ძმა - გი­ორ­გი ქუ­შაშ­ვი­ლიც გად­მო­ვი­და ვლა­დი­კავ­კა­ზი­დან, და­კი­თხეს, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე არაა და­კა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ უფ­ლე­ბა არ აქვთ, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვონ, ვიდ­რე სა­სა­მარ­თლო არ გა­ი­მარ­თე­ბა. ესე­ნი არი­ან ვე­ლუ­რე­ბი, რამ­დე­ნი კაცი ჰყავთ დაჭ­რი­ლი... ყაზ­ბეგ­ში გიას ყვე­ლა ისე გლო­ვობს, რო­გორც სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რს, რო­გორ უნდა შერ­ჩეთ ეს ავ­კა­ცო­ბა“, - განცხადა "ამბებს" ერთ-ერთმა ადილობრივმა.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე