რეზონანსი
(30.04.2025)

თბილისში, ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი ლიკვიდირებულია. დახლოებით 15 ათას კვადრატულ მეტრზეა დამწვარი შერეული ბაზრობის ტერიტორია. დამწვარია რამდენიმე მაღაზია.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი „ბორჯომის ვაგზლის“ ტერიტორიაზე დილის 06:30 საათზე გაჩნდა, სადაც ტანსაცმლის, ხილ-ბოსტნეულის და სხვადასხვა სასაწყობე ფართია.
ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამო ბაზართან ახლოს მდებარე კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაციაც განხორციელდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



