რეზონანსი
(28.04.2025)

რუსეთი მოლაპარაკებების განახლებისთვის უკრაინისგან სიგნალს ელოდება -  განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

"კიევმა ამ მხრივ გარკვეული ზომები უნდა მიიღოს...ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ქმედებას“, - თქვა პუტინის პრესსპიკერმა.

მისივე მტკიცებით, არაერთხელ "დადასტურდა პუტინის მზადყოფნა" უკრაინასთან ყოველგვარი პირობების გარეშე დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე