რეზონანსი
(28.04.2025)

ამერიკელი პროფესორი ჯეფრი საქსი აცხადებს, რომ რუსეთი არასდროს დაუშვებს ნატო საკუთარ საზღვრებთან.

„რუსეთი არასდროს დაუშვებს ნატოს, ანუ აშშ-ს საკუთარ საზღვრებთან. ის ვერ შეეგუება იმას, რომ აშშ-ს ჰქონდეს სამხედრო ბაზები უკრაინაში. საერთოდ, აშშ-ის მცდელობა ამ იდეის წამოწევის შესახებ პოკერის უპასუხისმგებლო თამაშს ჰგავს, იმიტომ რომ აშშ-ში და აშშ-ის მთავრობაში სულელი ადამიანები არიან“, - თქვა საქსმა.

მან პარალელები ამერიკულ რეალიებთან გაავლო და აღნიშნა, რომ არც აშშ არ შეეგუებოდა იმას, რომ რუსეთს კანადაში ან მექსიკაში საკუთარი ბაზები ჰქონოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე