რეზონანსი
(27.04.2025)

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში დღეს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის შერეული გუნდური ტურნირი დაიწყო.
საქართველოს ნაკრებმა მერვედფინალში აზერბაიჯანის დაამარცხების შემდეგ ავსტრიის ეროვნულ ნაკრებსაც სძლია და ნახევარფინალში გერმანიასა და თურქეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



