რეზონანსი
(27.04.2025)

რუსულმა ძალებმა კონსტანტინოვკას კერძო სექტორში მართვადი საავიაციო ბომბები ჩამოყარეს, რის შედეგადაც სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ოთხი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის ოლქის პროკურატურასა და საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, 47 და 48 წლის წყვილმა და 78 წლის მოქალაქემ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღეს.

ამასთან, დაზიანდა 21 სახლი და ავტომობილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე