
მნიშვნელოვანია, აქციის მონაწილეებმა ნათლად გაითვალისწინონ გარემოება, რომ აქცია და ქუჩის გადაკეტვა ლეგიტიმურია მხოლოდ მაშინ, როდესაც სათანადო რაოდენობის ადამიანი იმყოფება აქციაზე, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა. მისი თქმით, 10-20 და თუნდაც 50 ადამიანის მიერ ქუჩის გადაკეტვას ლეგიტიმაცია არ გააჩნია.
"მნიშვნელოვანია, რომ აქციის მონაწილეებმა ნათლად გაითვალისწინონ ის გარემოება, რომ აქცია და ქუჩის გადაკეტვა ლეგიტიმურია მხოლოდ მაშინ, როდესაც სათანადო რაოდენობის ადამიანი იმყოფება აქციაზე. 10-20 და თუნდაც 50 ადამიანს ქუჩის გადაკეტვის ლეგიტიმაცია არ გააჩნია. მათ შეუძლიათ აზრი სადღაც გამოხატონ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი რაოდენობა. იმ შემთხვევაში, როდესაც ხალხის სიმრავლის გამო იქნება გადაკეტილი, მაშინ იმ ჯარიმის არსებობის წინაპირობაც არ იარსებებს,"- განაცხადა ლევან იოსელიანმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



