რეზონანსი
(26.04.2025)

მძიმე ავარია მოხდა ფოთი-ხობის ავტომაგისტრალზე. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა და ერთი ადამიანი გარდაიცვალა. "გურია ნიუსისთვის” ცნობილი გახდა გარდაცვლილი ახალგაზრდის  ვინაობა. იგი სენაკის მკვიდრი, 26 წლამდე ასაკის ა. ლ-ია.

„საშინელი ტრაგედია ტრიალებს… ძალიან კარგი ახალგაზრდა ემსხვერპლა ავარიას. 26 წლამდეა. სხვა დეტალები, არ ვიცით”, - განაცხადა ადგილობრივმა.

ავარია 25 აპრილს დღის მეორე ნახევარში მოხდა.  

წყარო: გურია ნიუსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე