რეზონანსი
(24.04.2025)

ირაკლი ქარსელაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა, მას რევაზ სოხაძე შეცვლის. პოსტიდან წასულმა ქარსელაძემ  ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა. 

"უღრმესი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრს ასეთი მაღალი შეფასებისთვის, თბილი სიტყვებისთვის. რა თქმა უნდა, წილად მხვდა ბედნიერება და პატივი, რომ ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობა მიმეღო. მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა და ბუნებრივია, ამ შესაძლებლობებისთვის მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მთლიანად "ოცნების" გუნდს". - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე