რეზონანსი
(24.04.2025)

ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ქარსელაძეს რევაზ სოხაძე შეცვლის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ირაკლი ქარსელაძემ მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო თანამდებობის დატოვების თაობაზე და შესაბამისი თხოვნით მომმართა გუშინ, რაზეც გუშინ გვქონდა საუბარი“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი ქარსელაძე ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობას 2021 წლის თებერვლიდან იკავებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე