რეზონანსი
(24.04.2025)

საფრანგეთის ერთ-ერთ სკოლაში დანით თავდასხმის შედეგად მოსწავლე დაიღუპა, - ინფორმაციას Sky News-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, თავდასხმა ოთხშაბათს, დასავლეთ საფრანგეთში, ქალაქ ნანტში მოხდა.
ამასთან, სამ მოსწავლეს მიღებული ჭრილობების გამო სამედიცინო დახმარება გაეწია.
პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელიც, სავარაუდოდ, 15 წლის მოსწავლე იყო, მასწავლებლებმა პოლიციის მოსვლამდე განაიარაღეს.
ტერორისტული მოტივის ნიშნები არ არსებობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



