რეზონანსი
(24.04.2025)

20 აპ­რილს, ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გვე­ლეთ­ში სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა მოხ­და. 47 წლის გია ხა­ი­კაშ­ვილს და­ნით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს, რის შე­დე­გა­დაც მა­მა­კა­ცი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. 22 აპ­რილს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ორი ბრალ­დე­ბუ­ლი და­ა­კა­ვეს. ნიკა ქუ­შაშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. მე­ო­რე პირს - პა­ა­ტა ქუ­შაშ­ვილს 376-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლი (და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა) აქვს წარ­დგე­ნი­ლი, რაც 3-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. 

მოკ­ლუ­ლი გია ხა­ი­კაშ­ვი­ლის ახ­ლო­ბე­ლი ambebi.ge-ს უყ­ვე­ბა:

"გია სტე­ფან­წმინ­და­ში ცხოვ­რობ­და, უძ­ვირ­ფა­სე­სი პი­როვ­ნე­ბა იყო, ყვე­ლას იმე­დი და გვერ­დში მდგო­მი ვაჟ­კა­ცი. იმ ღა­მით აღ­დგო­მის დღე­სას­წა­ულს ზე­ი­მობ­დნენ მე­ზობ­ლე­ბი, დღე­ო­ბა­ზე გიაც იყო. ქუ­შაშ­ვი­ლე­ბი - ძმე­ბი და ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი (სულ ხუთ­ნი იყ­ვნენ) უზ­რდე­ლობ­დნენ, იგი­ნე­ბოდ­ნენ, რის­თვი­საც გიამ შე­ნიშ­ვნა მის­ცა, წეს­რი­გის­კენ მო­უ­წო­და. ძმებს უთ­ქვამთ, ჩვენ კი­დევ შევ­ხვდე­ბით ერ­თმა­ნეთ­სო. რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ ისი­ნი რეს­ტო­რან "წა­ნა­რეთ­ში“ შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს, სა­დაც ქუ­შაშ­ვი­ლებს გიას და­ცინ­ვა და­უ­წყი­ათ, სათ­ვა­ლე ხომ არ გი­ჭერ­სო და მსგავ­სი რეპ­ლი­კე­ბით აიგ­დეს. იქაც მოხ­და შე­ლა­პა­რა­კე­ბა და როცა გია უკან წა­მო­სუ­ლა, და­უ­რე­კავთ მის­თვის და საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად და­უ­ბა­რე­ბი­ათ - გვე­ლეთს ჩა­მო­დი, იქ გე­ლო­დე­ბი­თო.

გია ად­გილ­ზე მარ­ტო მი­ვი­და, გვიკ­ვირს, ასე რა­ტომ მო­იქ­ცა, როცა იცო­და, რა სა­ში­ნელ პი­როვ­ნე­ბებ­თან ჰქონ­და საქ­მე... თუმ­ცა, გია უძ­ლი­ე­რე­სი ბიჭი იყო და მის­თვის 4 და 5 კაც­თან გამ­კლა­ვე­ბა, არა­ფე­რი იყო. მისი მე­სი­ჯე­ბი ნა­ხეს, სა­დაც ქუ­შაშ­ვი­ლე­ბი წერ­დნენ, - სადა ხარ, არ მო­დი­ხარ? შე­გე­შინ­და? გე­ლო­დე­ბით... გია და­ნით დაჭ­რეს, ჭრი­ლო­ბე­ბი ძი­რი­თა­დად თა­ვი­სა და ყე­ლის არე­ში ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ად­გილ­ზე ხუთ­ნი ყო­ფი­ლან - ძმე­ბი და მათი სამი ბი­ძაშ­ვი­ლი. სამ­მა მათ­გან­მა მო­ა­ხერ­ხა ყაზ­ბე­გი­დან ორ­ჯო­ნი­კი­ძე­ში (ვლადიკავკაზში) გა­დას­ვლა, ნი­კამ და პა­ა­ტამ ვერა, რად­გან პი­რო­ბი­თი ჰქონ­დათ (ესე­ნიც ცდი­ლობ­დნენ, მაგ­რამ სა­ზღვა­რი ვერ გა­დაკ­ვე­თეს, უკან მო­აბ­რუ­ნეს და და­ა­კა­ვეს), ნა­სა­მარ­თლე­ვე­ბი არი­ან. ამ­დე­ნი ჭრი­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გია სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კი­დევ ცო­ცხა­ლი იყო და ლა­პა­რა­კიც შე­ეძ­ლო.

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, შე­ნიშ­ვნის მი­ცე­მის გამო მოკ­ლეს ასე სა­დის­ტუ­რად მთა­სა­ვით კაცი. ბოლო რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წე­ლია, ხევ­ში მსგავ­სი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, მკვლე­ლო­ბა არა­ვის ახ­სოვს, რაც სა­ა­მა­ყოდ გვქონ­და. ბოლო წლებ­ში პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა და ისეც ასე­თი სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა...

გიას მთე­ლი ხევი გლო­ვობს, ისე­თი კარ­გი პი­როვ­ნე­ბა იყო.. მას შე­სა­ნიშ­ნა­ვი ოჯა­ხი ჰყავს. გიას კო­ტე­ჯე­ბი ჰქონ­და ყაზ­ბეგ­ში და აქი­რა­ვებ­და, საკ­მა­ოდ შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხია, ქალ-ვაჟი და ერთი შვი­ლიშ­ვი­ლი დარ­ჩა. გიას დღეს დაკ­რძა­ლა­ვენ, გუ­შინ ქუ­შაშ­ვი­ლე­ბის გვა­რიც შე­ი­რი­გეს (ეს დაკ­რძალ­ვამ­დე უნდა მომ­ხდა­რი­ყო), მაგ­რამ ამ ტრა­გე­დი­ის გაგ­რძე­ლე­ბა რა იქ­ნე­ბა, არა­ვინ იცის“.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე