რეზონანსი
(22.04.2025)

 რუსეთის სარაკეტო-საარტილერიო მთავარი სამმართველოს არსენალში ძლიერი აფეთქებები ისმის. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული და უკრაინული გამოცემები ავრცელებენ.

ცნობების თანახმად, ობიექტზე ძლიერი აფეთქება მოხდა და მეორადი აფეთქებები გრძელდება.

რუსული გამოცემა ASTRA-ის ცნობით, აფეთქებები ვლადიმირის ოლქის კირჟაჩის რაიონში მდებარე სამხედრო ნაწილში ისმის. არსებული ცნობებით, მოსკოვიდან კირჟაჩისკენ მიმავალი გზა გადაიკეტა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბოლი დასახლებულ პუნქტ ბარსოვოზე ჩანს, სადაც სარაკეტო-საარტილერიო მთავარი სამმართველოს არსენალი, სამხედრო ნახილი #11785 მდებარეობს. აღინიშნება, რომ ეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი არსენალია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე