რეზონანსი
(22.04.2025)

გარდაბანში, ტბაში სამი პირის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები მამა და მცირეწლოვანი შვილები არიან, რომლებიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში ცხოვრობდნენ.
როგორც მათი თანასოფლელები აცხადებენ, მამაკაცსა და მის შვილებს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ, სამართალდამცველებმა კი ისინი გუშინ, გარდაბანში იპოვეს.
არსებული ინფორმაციითვე, მამა, შვილებთან ერთად, სავარაუდოდ, სათევზაოდ იყო წასული.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



