რეზონანსი
(22.04.2025)

უკვე შუაღამეს გადაცდა და რიკოთზე მოძრაობა ამ დრომდე გადატვირთულია. სურამამდე გზა შეფერხებულია და საცობი ფიქსირდება. დასავლეთიდან დედაქალაქისკენ დაძრულმა ნაკადმა თბილისამდე ჯერ ვერ ჩამოაღწია. ასეთი ვითარება ავტომაგისტრალზე არასდროს ყოფილა.
„კატასტროფააა ხალხო ასეთი საცობი ცხოვრებაში არ მახსოვს, ვინც დასავლეთიდან აპირებთ წამოსვლას ჯობია „დაყოფები“ აიღოთ და დღეს არ წამოხვიდეთ…
ზესტაფონის გვირაბების შემდეგ სურამამდე საცობია, მაქსიმუმ 10-ით ვიარეთ მაგ მონაკვეთში…“, – წერენ სოციალურ ქსელში მოქალაქეები.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



