რეზონანსი
(21.04.2025)

ახმეტაში მკვლელობა მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 19 აპრილის ღამეს, აჩიკო ჯაბანაშვილს უცნობმა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა.

ადგილობრივების თქმით, მიღებული დაზიანებებით ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. რა გახდა მკვლელობის ზუსტი მოტივი გამოძიება დაადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე