რეზონანსი
(20.04.2025)

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მართლმადიდებელ ქრისტიანებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს:
"დღეს სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის უდიდეს დღესასწაულს, მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას ვზეიმობთ!
ქრისტეს აღდგომა, როგორც სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებისა და სულიერი ამაღლების სიმბოლო, თითოეულ ჩვენგანს უდიდესი რწმენითა და მომავლის იმედით გვავსებს.
ქრისტე აღდგა! გულითადად გილოცავთ ყველას ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. მშვიდობას, ბედნიერებასა და უკეთეს ხვალინდელ დღეს გისურვებთ.
უფალი ფარავდეს სრულიად საქართველოს!" - დაწერა მიხეილ ყაველაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



