რეზონანსი
(19.04.2025)

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, საქართველოს რამდენიმე რაიონისთვის ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტა მათი მიზეზით არ მომხდარა. აღნიშნულის შესახებ „ენერგო-პრო ჯორჯია“ განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოს რამდენიმე რაიონისთვის ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტა სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მიზეზით არ მომხდარა
დღეს, დღის პირველ ნახევარში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში დაფიქსირდა ელექტროენერგიის მასშტაბური წყვეტა. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ავარიას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, აღნიშნული აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა კომპანიის მიზეზით არ მომხდარა”,- ნათქვამია განცხადებაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



