რეზონანსი
(19.04.2025)

დღეს, რუსთავში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხრამის სათავე ნაგებობას ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად შეუწყდა. „ჯივიპი“ ცნობით, აღნიშნულიდან გამომდინარე დღეს, 11:05 საათიდან ძველ რუსთავსა ჭყონდიდელის დასახლებას სასმელი წყლის მიწოდება დროებით შეეზღუდა.
„დღეს, 19 აპრილს, ქალაქ რუსთავში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ხრამის სათავე ნაგებობას ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად შეუწყდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე დღეს, 19 აპრილის დილის 11:05 საათიდან ძველ რუსთავსა ჭყონდიდლის დასახლებას სასმელი წყლის მიწოდება დროებით შეეზღუდა.
ინფორმაციას წყალმომარაგების სრულად აღდგენასთან დაკავშირებით კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დამატებით გაავრცელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



