რეზონანსი
(19.04.2025)

16 აპ­რილს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი, და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლი.

მსა­ხი­ო­ბმა ზურა ყიფშიძემ, რომელმაც 3 დღის წინ ფაქტის კომენტირებაზე უარი განაცხადა, ამჯერად მცირე კომენტარით შემოიფრგლა და აღნიშნა, რომ არ სურს სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში იყოს, თუ რო­გო­რია მისი პო­ზი­ცია.

„არ შე­იძ­ლე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბა ასე მჭიდ­როდ იყო პო­ლი­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი! კაცო, მსა­ხი­ო­ბი და­უ­ჭი­რეს, უნდა გა­აპ­რო­ტეს­ტოს, აბა, რა უნდა ქნას?! არ ვი­ცით, რა ქნა იმ მსა­ხი­ობ­მა. მე მგო­ნია, არა­ფე­რი არ უქ­ნია, რა და­ა­შა­ვა კაც­მა არ იცის... ეს ყვე­ლა­ფე­რი იმას არ ნიშ­ნავს, რომ მთა­ვა­რი რე­ჟი­სო­რი მოხ­სნა. ვინ უნდა მოხ­სნა, ასე­თი რე­ჟი­სო­რი ახლა არ გვყავს.

არ შე­იძ­ლე­ბო­და ადა­მი­ა­ნუ­რად, თო­რემ თუ პო­ლი­ტი­კუ­რი ომი მი­დის, ეს უკვე სხვა ამ­ბა­ვია. ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ ერ­თმა­ნე­თი და ვი­ყოთ!“ - განუცხადა "ამბებს" ზურა ყიფშიძემ.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე