რეზონანსი
(18.04.2025)

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონებს, რომლებიც უკრაინაში საომარი მდგომარეობის და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივებას ითვალისწინებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტის ხელმოწერილი კანონები უმაღლეს რადას დღეს დაუბრუნდა.

შეგახსენებთ, 16 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა კანონპროექტებს საომარი მდგომარეობის რეჟიმისა და საყოველთაო მობილიზაციის 90 დღით - 6 აგვისტომდე გახანგრძლივების შესახებ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე