რეზონანსი
(18.04.2025)

საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მათივე თქმით, დამატებითი რეისების დანიშვნა აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება.

„აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.

თბილისი-ფოთი

გასვლა: 11:05

ჩასვლა: 17:17

ფოთი - თბილისი

გასვლა: 18:50

ჩასვლა: 00:56

თბილისი - ბათუმი

გასვლა: 10:35

ჩასვლა: 16:10

ბათუმი - თბილისი

გასვლა: 18:30

ჩასვლა: 23:47

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის საშუალებით, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით", - წერს საქართველოს რკინიგზა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე