რეზონანსი
(17.04.2025)

ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთის პასუხს მიმდინარე კვირის განმავლობაში გავიგებთ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში იტალიის პრემიერ-მინისტრ, ჯორჯია მელონისთან ერთად მედიასთან საუბრის დროს განაცხადა.
კერძოდ, ტრამპს ჰკითხეს, რა მომენტში მიიღებს ის გადაწყვეტილებას არის თუ არა რუსეთის მზად ცეცხლის შეწყვეტისთვის და, საჭიროების შემთხვევაში, გააძლიერებს თუ არა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს.
"ვნახავთ რა [პასუხი] იქნება. მათგან პასუხს მიმდინარე კვირის განმავლობაში გავიგებთ, რეალურად ძალიან მალე და ვნახავთ. გვინდა, რომ სიკვდილი და მკვლელობა შეწყდეს", - განაცხადა ტრამპმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



