
აქ აღარ არის რა თქმა უნდა საუბარი იმაზე, რომ სადმე რამე გამარჯვებას მოიპოვებენ, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე საუბრისას.
„დღევანდელი კვლევებით „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ სივრცეში არ ჰგავს ისეთი ძალა, ოპონენტი, რომელსაც შეუძლია, სერიოზული ან რაიმე ტიპის არსებითი კონკურენცია გაუწიოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის დაქსაქსული ოპოზიციის მცდელობები, რაღაცნაირად მოახერხონ და ისე შევიდნენ არჩევნებზე, რომ თავი არ შეირცხვინონ, აქ აღარ არის რა თქმა უნდა საუბარი იმაზე, რომ სადმე რამე გამარჯვებას მოიპოვებენ“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



