რეზონანსი
(16.04.2025)

აღდგომის დღესასწაული მოახლოვდა, მაგრამ მთელ საქართველოში კვლავ ცუდი ამინდია. სი­ნოპ­ტი­კოს სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძის ინფორმაციით, ცვლი­ლე­ბე­ბი უკვე ხვა­ლი­დან და­ი­წყე­ბა.

"17 აპ­რი­ლამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა გრი­ლი და ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დი, ხოლო ხვა­ლი­დან უკვე კარ­გი ამინ­დი გა­მო­დის და ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ის უმე­ტეს ნა­წილ­ზე გა­მო­ი­და­რებს და დათ­ბე­ბა.

პე­რი­ო­დუ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია ისევ იწ­ვი­მოს, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად კარ­გი დღეები გველოდება. დე­და­ქა­ლაქ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა 22-24 გრა­დუ­სამ­დე მოიმატებს, რაც შე­ე­ხე­ბა სხვა რე­გი­ო­ნებს - 20 გრა­დუ­სამ­დე დათ­ბო­ბას ვე­ლო­დე­ბით", - განუცხადა "ამბებს" მიორაძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ აღ­დგო­მის დღე­ებს, 20 აპ­რილს თბი­ლის­ში უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ტემ­პე­რა­ტუ­რა +21, +23 გრა­დუ­სის ფარ­გლებ­ში იმერ­ყე­ვებს.

უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო და თბი­ლი ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი რო­გორც და­სავ­ლეთ, ასე­ვე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც. ტემეპრატურაც +22 +25 გრადუსის ფარგლებში იქნება.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე