რეზონანსი
(15.04.2025)

აზერბაიჯანში მიხეილ ყაველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ოფიციალური ინფორმაციით, ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ცერემონია გაიმართა. „მიხეილ ყაველაშვილს აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრემიერი იაგუბ იუბოვი დახვდა.
„ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უმასპინძლებს. დაგეგმილია მაღალი დონის პირისპირ და გაფართოებული შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან და მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



