რეზონანსი
(14.04.2025)

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინის ქალაქ სუმს  ორი „ისკანდერ-M“ ტიპის რაკეტით დაარტყეს. ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის უწყებამ   დარტყმის "სამიზნედ" უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის სარდლობის შტაბის შეხვედრის ადგილი დაასახელა. 

კვირას, რუსეთმა სუმზე თავდასხმის შედეგად, 34 ადამიანი მოკლა, მათ შორის, 2 ბავშვი. დაშავდა 100-ზე მეტი მშვიდობიანი უკრაინელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე