რეზონანსი
(14.04.2025)

ბიზნესმენების დასანქცირება თავისთავად გულისხმობს ეკონომიკური აქტივობის შემცირებას, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.
„ყველაზე მეტი, რაც ამ ადამიანებს ყელში აქვთ გაჩხირული, ეს არის ის ეკონომიკური წინსვლა, რომელიც „ქართული ოცნების“ მშვიდობიანი და პრაგმატული პოლიტიკიდან გამომდინარე ჩვენს ქვეყანაში არსებობს. ამ ადამიანებს უნდათ, რომ ლორა თონტონის, „დიფ სთეითის“ და „გლობალური ომის პარტიის“ დავალება შეასრულონ, რომელიც გულისხმობდა, რომ ჩვენს ქვეყანაში თუ არ იქნება ეკონომიკური რეცესია და ეკონომიკური ვარდნა, შეუძლებელი იქნება „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში მოყვანა“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



