რეზონანსი
(14.04.2025)

ლანჩხუთში, სოფელ ხაჯალიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ცენტრალურ ტრასაზე მოძრავი ავტობუსი 28 წლის კაცს საკუთარ სახლთან ახლოს დაეჯახა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
წყარო: digest.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



