რეზონანსი
(13.04.2025)

ტრამპის სატარიფო პოლიტიკის გამო მსოფლიოში ფინანსური და ეკონომიკური კრიზისია მოსალოდნელი, - განაცხადა გერმანიის მომავალმა კანცლერმა გამოცემა Handelsblatt-თან.

ფრიდრიხ მერცმა იმედი გამოთქვა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ტრანსატლანტიკური შეთანხმება შედგება და ტარიფები განულდება, თუმცა როგორც გერმანიის მთავრობის მომავალმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, ევროკავშირი პრობლემებისთვის სათანადოდ უნდა მოემზადოს და მესამე ქვეყნების ბაზარზე უნდა ფოკუსირდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე