რეზონანსი
(13.04.2025)

გერმანიის მომავალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი ომის პირობებში ნატოსა და ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას გამორიცხავს. აღნიშნულის თაობაზე მან გამოცემა Handelsblatt-ს განუცხადა.

„ქვეყანა, რომელიც საომარ მდგომარეობაშია, ვერ გახდება ნატოს ან ევროკავშირის წევრი. ევროკავშირში მიღების დაპირება და ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა ძალაში რჩება, თუმცა ამისთვის ომი უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა მერცმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე