რეზონანსი
(12.04.2025)

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევისთვის საუკეთესო შანსს დონალდ ტრამპი წარმოადგენს.

თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი მშვიდობა უნდა იყოს „სამართლიანი და ხანგრძლივი“.

როგორც დუდამ Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა, ტრამპს რუსეთის პრეზიდენტის სათანადოდ შეფასება შეუძლია.

„თუ ვინმეს შეუძლია, რომ რუსეთს ომის დასრულება აიძულოს, ეს ალბათ, აშშ-ის პრეზიდენტია. საკითხავი ის არის, თუ რამდენად მტკიცედ ექნება მას ეს გადაწყვეტილი, რადგან ევროპისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობა სამართლიანი და ხანგრძლივი იყოს“, - აღნიშნა დუდამ.

პოლონეთის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს ტრამპმა Nord Stream 2 შეაჩერა.

„ეს საკმარისი მტკიცებულებაა იმისა, რომ ტრამპმა იცის, სად უნდა დაარტყას, რომ ზიანი მიაყენოს“, - დასძენს დუდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე