რეზონანსი
(12.04.2025)

ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რამაზ ზოიძემ (77 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალი სამგზის ევროპის ჩემპიონ სომეხ მალხას ამოიანთან ანგარიშით 1:3 დათმო.
ფინალამდე მან ესპანელი მარკოს მეხიასი და ჩეხი მიხალ ზელენკა დაამარცხა. მეოთხედფინალში თურქ აჰმეტ ილმაზს, ნახევარფინალში კი შვედ პერ ალბინ ოლოფსონს სძლია.
ამ ეტაპზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია: ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო; სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) დაიკავა.
ქართველი სპორტსმენები კონტინენტის პირველობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



