რეზონანსი
(12.04.2025)

ბრატისლავაში ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან სომეხი მანველ ხაჩატრიანი ანგარიშით 8:1 დაამარცხა. 17 წლის ვახტანგ ლოლუასთვის ეს სენიორებს შორის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი იყო.

ვახტანგ ლოლუამ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრამდე უკრაინის სახელით მოასპარეზე კორიუნ საჰრადიანს სძლია, მეოთხედფინალი კი აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლისთან დათმო.

ქართველი სპორტსმენები კონტინენტის პირველობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე