რეზონანსი
(12.04.2025)

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ბაია პატარაიასთვის ჩარიცხული თითოეული ცენტი არის ტერორიზმისთვის ჩარიცხული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილის თქმით, ასე უნდა შევხედოთ მასაც და მის დონორებსაც.
„უკვე აღარ მგონია, მის რომელიმე უცხოელ დონორს ეს აწუხებდეს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ადამიანისთვის ჩარიცხული თითოეული ცენტი არის ტერორიზმისთვის ჩარიცხული ცენტი. ასე უნდა შევხედოთ მასაც და მის დონორებსაც", - წერს პაპუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



