რეზონანსი
(12.04.2025)

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ შეხვედრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

„საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა, განვამტკიცოთ პარტნიორობა, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას",- აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე