რეზონანსი
(12.04.2025)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

„შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში არსებული გამოწვევები.

საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გაიმართა", - აღნიშნულია ინფიორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე