რეზონანსი
(11.04.2025)

თბილისში, წერეთლის გამზირზე, ავტობუსი ქვეითს დაეჯახა.
არსებული ცნობებით, ქვეითმა გზაზე გადაურბინა.
„კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა წერეთლის გამზირზე, ავტობუსი ქვეითს დაეჯახა რომელმაც გზაზე გადაურბინა, ქვეითი საბედნიეროდ გადარჩა.
თუმცა რისთვის გაკეთდა წერეთელზე ამდენი შუქნიშანი თუ მაინც არღვევენ ქვეითები და პატრული არ რეაგირებს ამ ფაქტზე?", - წერია „ჩემი ქალაქი მკვალს" პოსტში
მსგავსი შემთხვევა 2 დღის წინ ბათუმშიც მოხდა, როდესაც ზებრა გადასასვლელზე მიმავალ ქალს მუნიციპალური ტრანსპორტი დაეჯახა. ამ დროს ავტობუსს უკან მიმავალი კიდევ ერთი მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



