რეზონანსი
(10.04.2025)

 თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფები 145 პროცენტამდეა გაზრდილი, - ამის შესახებ „სიენენი" წერს.

როგორც ამერიკული მედია აღნიშნავს, თეთრმა სახლმა განმარტა, რომ ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფები არა 125 პროცენტს, არამედ 145 პროცენტს შეადგენს.

ტრამპის მიერ გამოცხადებულ 125-პროცენტიან ტარიფში არ შედიოდა მანამდე დაწესებული 20-პროცენტიანი ტარიფი, ამიტომ, ჯამში, ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფი 145 პროცენტს შეადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე