რეზონანსი
(10.04.2025)

სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს, - წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

„9 აპრილი, 1989 წელი.

იარაღი - ტანკი და ნიჩაბი.

თავდასხმის ობიექტი - საქართველოს დამოუკიდებლობა; ადამიანების სიცოცხლე და თავისუფლება.

10 აპრილი, 2025 წელი.

იარაღი - სანქცია.

ობიექტი - საქართველოს დამოუკიდებლობა; ადამიანების ეკონომიკური თავისუფლება.

მორალი: სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს!

პ. ს. სსრკ-ს ან რუსეთის თავიდანვე ხსენებას მოვერიდე მაინც, მერე სხვაც რომ არ მყოლოდა სახსენებელი…“, - წერს მამუკა მდინარაძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე