რეზონანსი
(10.04.2025)

საგამოძიებო კომისია გიორგი ვაშაძე დაიბარა, თუმცა მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სხდომაზე მისვლას არ აპირებს.

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა კი სისხლის სამართლის დანაშაულია.

„ეს არის პროპაგანდის ნაწილი, რომლითაც ცდილობენ ხალხის ყურადღების გადატანას მათ მიერ შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან. თუ ვინმეს პასუხი უნდა, კეთილი ინებოს და ხალხს მოუსმინოს რუსთაველზე! იქ გაიგებენ სიმართლესაც და პასუხსაც!“, - წერს გიორგი ვაშაძე.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების საქმიანობას სწავლობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე