ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ 90 დღით აჩერებს 75-ზე მეტი ქვეყნის მიმართ დაწესებული ტარიფების მოქმედებას
რეზონანსი
(09.04.2025)

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ 90 დღით აჩერებს 75-ზე მეტი ქვეყნის მიმართ დაწესებული ტარიფების მოქმედებას.
„იმის საფუძველზე, რომ 75-ზე მეტმა ქვეყანამ მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს და ამ ქვეყნებმა, ჩემი დაჟინებული მოწოდების თანახმად, არ მიიღეს არანაირი საპასუხო ზომები, დავამტკიცე 90-დღიანი პაუზა და ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდება საპასუხო ტარიფები 10%-მდე, ეს გადაწყვეტილებაც დაუყოვნებლივ შედის ძალაში“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



