რეზონანსი
(09.04.2025)

რუსეთში, საქართველოს მოქალაქეს, გიორგი გოგლიძეს უკრაინულ მხარესთან ბრძოლის გამო 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.

გოგლიძე დამნაშავედ ცნეს „დაქირავებულ მებრძოლად ყოფნისთვის.” ის სასჯელს მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონიაში მოიხდის.

„რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს მიერ შეგროვებული მტკიცებულებები სასამართლომ საკმარისად მიიჩნია საქართველოს მოქალაქე გიორგი გოგლიძისთვის სასჯელის გამოსატანად. იგი დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე

მუხლის მე-3 ნაწილით“, - აცხადებენ რუსეთის საგამოძიებო კომისიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე