რეზონანსი
(09.04.2025)

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე 9 აპრილის მემორიალთან განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება:

„36 წლის წინ ქართველები რუსთაველზე ვიდექით და დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით. ეს ბრძოლა დღემდე გრძელდება!

36 წლის შემდეგ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც რუსი ბანის (როგორც თვითონ ამბობს), პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, რუსთაველზე დგანან და სხვაზე დამოკიდებულებისთვის იბრძვიან.

საქართველო აღარასდროს დათმობს თავისუფლებას!“ - დაწერა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე