რეზონანსი
(08.04.2025)

 აშშ-ი დაიბრუნებს პანამის არხს ჩინეთის გავლენისგან, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა პანამაში ვიზიტისას განაცხადა.

ჰეგსეტმა პანამის მთავრობასთან მოლაპარაკებების შემდეგ, პირობა დადო, რომ აშშ-ი გააღრმავებს თანამშრომლობას პანამასთან.

მისივე თქმით, ჩინეთს არ ექნება უფლება, „იარაღად აქციოს" პანამის არხი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ი დაიბრუნებს პანამის არხს. მისივე მტკიცებით, პანამის ხელისუფლება აშშ-ის გემებს პანამის არხის გამოყენებისთვის გადაჭარბებულ გადასახადს სთხოვდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე