რეზონანსი
(08.04.2025)

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი მედიასთან აცხადებს, რომ მდიდარი „ენჯეოები" საქართველოში რევოლუციურ სცენარებს აორგანიზებდნენ.

ლევან მაჭავარიანმა ევროკომისიის აღიარებასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც ლობიზმისთვის „ენჯეოების" გამოყენებას ეხება.

„ძალიან კარგია, რომ ევროკავშირი დაინტერესდა ასეთი საკითხებით, ვინაიდან ჩვენ, „ქართული ოცნება" ამასთან დაკავშირებით უკვე წლებია ვსაუბრობთ. ეს მდიდარი ენჯეოები აორგანიზებდნენ საქართველოში რევოლუციურ სცენარებს, ქაოტურობას, ისეთ პროპაგანდას გვახვევდნენ თავს, რომელიც აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის იდენტობასთან," - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ევროკავშირი ახალ სკანდალში გაეხვა. ევროკომისიამ აღიარა რომ „ენჯეოებს" ლობისტური საქმიანობისთვის იყენებდა. ევროკავშირის სახსრები, რომლებიც „კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ" მემარცხენე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კლიმატის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების დასაფინანსებლად იყო განკუთვნილი, ფარული გავლენის ოპერაციაში ევროპელი კონსერვატორების ხმის ჩასახშობად გამოიყენეს. ევროკომისიამ უზრუნველყო არა მხოლოდ დაფინანსება, არამედ სტრატეგიული მიმართულებაც განსაზღვრა, თუ ვინ უნდა გამხდარიყო სამიზნე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე